დავით ნარმანია: მოეწყო 196 ახალი სკვერი და 463-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში 196 ახალი სკვერი მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს.
მისივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო. 16 მისამართზე კი სრულიად ახალი სარწყავი ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია 63 ლოკაციაზე განხორციელდა.
“შევიძინეთ 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავამონტაჟეთ 2 284 ცალი ლედ-სანათი და უმნიშვნელოვანესია, რომ განვაახლეთ თბილისის ანძა”,-აღნიშნა ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით 899 მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება მოხდა.
რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერის თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441-ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის “დინამო არენას”.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები