„დღევანდელ ხელისუფლებას ყველა დიდი იმედით უყურებს“

  ყველა აღიარებს, რომ ის წარმატება, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” გასული ერთი წლის განმავლობაში მიაღწია, უპრეცედენტო და აშკარაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას, დავოსში გამართული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
“დავოსში ვიზიტი წარმატებული იყო. მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ და ველოდებით, რომ წელს საქართველოში შემოვლენ მსხვილი ინესტორები. ასევე მომავალ წელს იგეგმება „EBRD“-ის წლიური შეკრება, რომელიც უპრეცედენტო იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველა დიდი იმედით უყურებს დღევანდელ ხელისუფლებას და აღიარებს, რომ ის წარმატება, რომელზეც “ქართულმა ოცნებამ” გასული ერთი წლის განმავლობაში მიაღწია, უპრეცედენტო და აშკარაა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები