საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ – ერთი  ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი.  აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა,  ერთ-ერთი მოქალაქისგან   1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები