ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს – მას 5 წელი მიესაჯა

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
როგორც ბრალდებული აცხადებდა, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები