შსს-თან მიმდინარე აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს.  იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე კადრების გასაჯაროებას და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციაზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები, სადაც გიორგი მღებრიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები