თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი მოკლეს. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბებიამ იპოვა. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და მომხდარში ბრალდებული დაკავებულია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები