„პატიმრობის კოდექსში ცვლილებები პატიმრებისადმი ჰუმანური მოპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯია“

  სასჯელაღსრულებლის მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინიციატივას დააყენებს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება საშუალებების ჩამონათვალი, რომელთაც სასჯელაღსრულებლის თანამშრომლები პატიმრების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიყენებენ. მინისტრის თქმით, ახალი კოდექსი ცივილიზებული იქნება და სრულიად შეესაბამება პატიმრობის ევროპულ წესდებას. “ყველა ის სპეცსაშუალება თუ ფართობის მინიმალური სტანდარტი პატიმრობის ევროპული წესებიდან და გაეროს მინიმალური სტანდარტებიდან გამომდინარეობს. სამოდელოდ ავიღეთ ესტონეთის მაგალითი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და თანამედროვე კოდექსი აქვს. გარდა ამისა, ვიდრე კოდექსი მთავრობასა და პარლამენტში განსახილველად შევიდოდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობდით ევროსაბჭოს ოფისთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის ოფისთან. მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ და შემდეგ გავმართეთ კონფერენცია, რომელზეც სპეცსაშუალებების ჩამონათვალთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები