გარემოს დაცვის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მედიის წარმომადგენლებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლა. ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო სივრცეც მოეწყო. ინფოტური დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ვიზიტორები იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმში შეძლებენ. ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო.
საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც აქვს. დარბაზში საქართველოს დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები და რუკაა გამოფენილი. საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ ინტერაქტიული მონიტორია (touch screen) დამონტაჟებული. საგამოფენო დარბაზში, ასევე, იმერეთის მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნა, მინერალები, ქვის და ძვლის იარაღები, ცხოველის კბილებზე და ნიჟარებზე დამზადებული სამკაულებია გამოფენილი.
მედიის წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და 9 თვის ვიზიტორთა სტატისტიკა გააცნეს. 2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა და 856 186 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები