ილია მეორე: ნამდვილად უნდა გრძნობდე, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა ქადაგებისას სიტყვების – “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.
“ეს სიტყვები – “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდე, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული. ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები