საქართველო-თურქეთის საზღვარზე ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს (ვიდეო)

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოქალაქის ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს. როგორც თურქული გამოცემა იტყობინება, ჩანთა საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა.
საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.
თურქული მედია არ აკონკრეტებს, ბავშვი ეროვნებით თურქია, თუ ქართველი.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა და აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უკვე მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები