„თბილისი მერიოტში“ „ბიომასის ენერგიის წარმოება საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ შედეგები შეაჯამეს

„თბილისი მერიოტში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) წარმომადგენლებმა „ბიომასის ენერგიის წარმოება საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ პროექტის შედეგები შეაჯამეს. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპმა მიმართეს. პროექტის მიზანია ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში.
ოთხი წლის მანძილზე, ინიციატივის ხელშეწყობით შემუშავდა საქართველოს პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბიომასის წარმოებისა და გამოყენების საკითხებში, ასევე დაფუძნდა ბიომასის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია.
თბილისში, მანავსა და ახმეტაში გაიხსნა ბიომასის მცირე საწარმოები, ხოლო წარმოებული ბრიკეტების რაოდენობამ 2016 წლიდან 2 ათას ტონას გადააჭარბა. ასევე, ჩატარდა ბიომასის წარმოებისა და მოხმარების პოტენციალის კვლევა.
პროგრამა 2013 წელს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით დაიწყო, რომელმაც 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ბიომასის მწარმოებელი კომპანიების , სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები