თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
”თელასის” ცნობით, ისნის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
 
ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს, 14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ხახანაშვილის, წინანდლის, ახმეტის, თელავის და ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
გლდანის რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს,
 
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს,
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები