„საარჩევნო ხარვეზებს, ხშირად, ადვილად ვარქმევთ გაყალბებას და ჩვენვე ვუწევთ დისკრედიტაციას ჩვენს საარჩევნო სისტემას”

საარჩევნო ხარვეზებს, ხშირად, ადვილად ვარქმევთ გაყალბებას და ამით ჩვენვე ვუწევთ დისკრედიტაციას ჩვენს საარჩევნო სისტემას – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რამაზ საყვარელიძემ საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„ადმინისტრაციული რესურსი ყველა ქვეყანაშია, ჩვენ დასავლელი პარტნიორები უამრავ რამეს გვეუბნებიან,მაგრამ იმათთან როგორ მიდის არჩევნები და რა ეშმაკობები ხდება საარჩევნო სისტემაში – ხეზე როგორ ადიან – ამას არ გვეუბნებიან და მართლებიც არიან, არ უნდა გვითხრან. ეს ჩვენ ვართ, რომ ვყვირით ყველაფერზე და ვქმნით იმ კლიმატს, რომ უნდა ჩამოვიდნენ უცხოელები და მათ შეაფასონ ჩვენი მდგომარეობა ამ დროს ბუშისა და გორის არჩევნების დროს ხელმეორედ მოუწიათ მთელ შტატში ხმების გადათვლა, მაგრამ ის მაიც არ უთქვამთ, რომ გაყალბდაო საუბარი იყო შეცდომაზე, ჩვენ ადვილად ვარქმევთ – „გაყალბებას“, „ძალადობას“, ჩვენვე ვუწევთ დისკრედიტაციას ჩვენ სისტემას – ესეც ალბათ ბუნებრივია დამწყები ქვეყნისთვის, გაივლის ხანი და ვნახავთ, რომ რაღაცა პროცესები სხვა ქვეყნებშიც არის, იდეალურად მოგვარებული არჩევნები თითქმის არ არის, მაგრამ არჩევნების ნორმალურობას სულ სჭირდება ბრძოლა და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოქალაქეები და მედია ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები