საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

საჩხერის “ჩიხურას” მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები