დედაქალაქის მერიაში კახა კალაძის გუნდის რამდენიმე წევრის ვინაობა უკვე ცნობილია

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. წინასწარი ინფორმაციით, გუნდის რამდენიმე წევრის ვინაობა უკვე ცნობილია.
ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე საქმიანობას სავარაუდოდ, თბილისის მერიაში გააგრძელებენ. ირაკლი ხმალაძე ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მაია ბითაძე კი გარემოს დაცვის მინისიტრის ყოფილი მოადგილეა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 ოქტომბრის თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახი კალაძე ხმალაძესა და ბითაძეს მოადგილეების თანამდებობას შესთავაზებს.
კანონმდებლობის თანახმად, დედაქალაქის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება.
საუბარია ასევე ლაშა კვანტალიანსა და თემურ ბოლოთაშვილზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები