კახა კალაძე: არ მსიამოვნებს როდესაც ვინმეზე ამბობენ – ძალიან კარგი მსახიობი ან მომღერალია, მაგრამ მიშას ემხრობოდაო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა იმ დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის მზადაა, ვისაც ქალაქის განვითარება სურს.
„ჩვენ ერთგვარ მოძველებულ წრეზე ვტრიალებდით, საიდანაც უნდა გამოვიდეთ. ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველა და გვიყვარს. ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული ხედვები ან პროექტები, რომელიც თბილისს წაადგება, უნდა მივცეთ საშუალება და ეს პროექტები განვიხილოთ. ასევე, ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც მხარდამჭერებზე ან კონკრეტულ მომღერალზე, რომელიმე წარმატებულ ადამიანზე საუბრისას ამბობენ – ის ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ შევარდნაძეს ან მიშას ემხრობოდა და მოდი, დისტანცია დავიჭიროთო. ეს სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. მე ვიქნები აბსოლუტურად ღია და გახსნილი თანამშრომლობისთვის მასთან, ვისაც ეს ქალაქი მართლა უყვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები