„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის უფროსი მე-6 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი, ბენო გეგეჭკორი, მე-6 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს, სადაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია უნებართვოდ აიღო.
„ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტურ ეთიკისა და ქცევის ნორმებს“, – განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ აგიტატორს მხარდამჭერების მოზიდვის უფლება აქვს, შესაბამისად, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის წარმოებასა და ხმების მოზიდვას ქართული კანონმდებლობაც არ კრძალავს.
გეეგჭკორი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ნუ ჩაერევიან იმ ფორმით, რაც პროვოკაციების მოწყობას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები