თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა.

მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება.

რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები