ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს, რომ ბიზნესი 8 მილიონ ლარს სწირავს “ქართულ ოცნებას”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, სადაც ისინი ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ განაცხადა, რომ ოპოზიციას “ქართული ოცნების” შემოწირულობა არ უნდა უკვირდეს, რადგან 2012 წლამდე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიზნესის რეკეტი იყო.
”თუ ოპოზიციას უკვირს, რომ დაახლოებით რვა მილიონი შემოწირულობა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ეს მათი პრობლემაა.
თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ბიზნესის კუთხით 2012 წლამდე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ბიზნესის რეკეტი იყო. ამ პირობებში, როცა ბიზნესი 8 მილიონ ლარს სწირავს “ქართულ ოცნებას” ეს ოპოზიციას, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა უკვირდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები