დავით ნარმანია: გერმანიაში ელჩად ჩემი კანდიდატურის განხილვა ჭორია

თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვის თაობაზე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინფორმაცია ჭორია. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„ეს, ნამდვილად, არის ჭორი”, – განაცხადა თბილისის მერმა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მისი გეგმების შესახებ არჩევნების დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები