პროფესორი: სოხუმის უნივერსიტეტში დავით ლანჩავა საინტერესო თემით წარსდგა

პროფესორ ვეფხვია გვარამიას შეფასებით, დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით ლანჩავა საინტერესო თემით წარსდგა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია სამართლებრივი სივრცეების ათვისების გარეშე შეუძლებელია.
უნივერსიტეტში დავით ლანჩავას მობრძანება მოხდა საინტერესო თემით – „აბრეშუმის გზა” და ადვოკატის ახალი შესაძლებლობები”. ეს საინტერესოა, რადგან საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ წინსვლას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, პლუს „აბრეშუმის გზის” ახალი პროექტი, მთლიანად ეს ეკონომიკური ინტეგრაცია სამართლებრივი სივრცის ათვისების გარეშე შეუძლებელია. აქ ადვოკატის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც მოჰყვება ვაჭრობას, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას მომავალი კადრების აღზრდის დროს. თვით სტუდენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიერონ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სად არის თავიანთი ადგილი, სად გააგრძელო საქმიანობა. პლუს ამას დაემატა მოწოდებული ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს ათვისებული სამართლებრივი სივრცეები, რომელიც დღეს აუთვისებელია. დავით ლანჩავამ მშვენივრად წარმოადგინა ის სივრცეები, რომელიც აუთვისებელია. ამ სივრცეების ათვისებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სწორედ ის სტუდენტები, რომლებიც დღეს მას უსმენდნენ. სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ასოციაციის მთავმჯდომარეობის კანდიდატს უსვამენ კითხვებს, გებულობენ მისგან პრობლემებს. ეს უშუალობა განაპირობებს მათ შემდგომ განვითარებას”, – აღნიშნა სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს 2 დეკემბერს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები