„საქართველოს პრეზიდენტმა წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული დასკვნების უმეტესობა უარყო“

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული დასკვნების უმეტესობა უარყო და არ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს.
წულუკიანის განცხადებით, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა გიორგი მარგველაშვილმა, კომისიისთვის უცნობია. იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი ანგარიში წარმოადგინა. წულუკიანმა განმარტა, რომ კომისიამ ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა.
„კომისიამ 32 523 უცხოელის, საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნაზე იმსჯელა, 2311 შემთხვევაში გამოსცა დადებითი გადაწყვეტილება და გადაეგზავნა პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ 86%-ის შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოში დაბადებული ადამიანებს, ან საქართველოში დაბადებულ ყოფილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც 90-იან წლებში საზღვარგარეთ წავიდნენ, დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა გადაწყვიტეს დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენმა სააგენტომ სწორედ ასეთ პირებზე გასცა დადებითი დასკვნა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
​ მისვე თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 79 ფერეიდნელ ქართველს მიეცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები