საგარეჯოში მომხდარი ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “მერსედესისა” და “ოპელის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მათივე ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები