„ვფიქრობ, პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგენდა პარლამენტს“

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგენდა პარლამენტს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობა აუცილებლად დაძლევს ვეტოს.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ ვეტო ისეთნაირად ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც ჩვენ გავითვალისწინებდით და ამის თაობაზე მზაობა გვქონდა გაცხადებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის, რასაც მხარს უჭერდა ვენეციის კომისია და რასაც ჩვენც გავითვალისწინებდით, ვერ ასახა პრეზიდენტმა ვეტოში და ვეტოს სახით წარმოგვიდგინა კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არის წარმოდგენილი. ეს მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგენდა პარლამენტს”,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები