შალვა ოგბაიძე: პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია არა ერთ ლარად არამედ, მინიმუმ 1 მილიონიანი ინვესტიციის პირობით გადაეცა კომპანიას

ჩვენდა სამწუხაროდ, მართვის მოწმობა არ ნიშნავს მართვის კულტურას, მოსაწესრიგებელია სწორი მოძრაობის ორგანიზაცია, საპარკინგე პოლიტიკა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ოგბაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპარკინგე პოლიტიკა მოსაგვარებელია და ამისთვის პირველი ნაბიჯები პუშკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იქნება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია არა 1 ლარად, არამედ მინიმუმ 1 მილიონიანი ინვესტიციის პირობით გადაეცა კომპანიას.
„პირველი ნაბიჯები პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იქნება, რომელიც, განვმარტავ, რომ არა 1 ლარად, არამედ მინიმუმ 1 მილიონიანი ინვესტიციის პირობით გადაეცა კომპანიას, რომელიც ვალდებულებას იღებს, იქ მიწისქვეშა მრავალდონიანი თანამედროვე საპარკინგე ადგილი მოაწყოს. ასეთი საპარკინგე 10 ადგილია მონიშნული. საპარკინგე პოლიტიკა ნიშნავს, პირველ რიგში, წესრიგს, სწორ საფასო პოლიტიკას და მრავალდონიანი საპარკინგე დონეების შექმნას. ეს პროცესი 4 წლის განმავლობაში აუცილებლად გახდება შეუქცევადი, რათა ეს არ იყოს მოჯადოებული დახურული სექტის ხელში როგორიცაა „სითი პარკი“, არამედ ეს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს”, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები