კახეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ-ტრანზიტი“ შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად „მიცუბიშის“ მძღოლი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი მგზავრი და მიკროავტობუსის მძღოლი კი დაშავდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები