ეკა ბესელია: იმედი გვაქვს, რომ დღეს ევროპულ სასამართლოს საქართველოს მხრიდან ახალი მოსამართლე ეყოლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში ქართველი მოსამართლის არჩევის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღოს გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, 29 სექტემბერს კომიტეტის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, ლადო ჭანტურიამ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის ხმები მიიღო.
“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს მოსამართლე ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში. ლადო ჭანტურია დღეს ხმის მიცემის ბიულეტენზე პირველ ნომრად არის წარმოდგენილი. კომიტეტის გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეისთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს. ჩვენ ველოდებით დღის ბოლოს კენჭისყრის შედეგებს და გვაქვს იმედი, რომ ევროპულ სასამართლოს ეყოლება საქართველოს მხრიდან ახალი მოსამართლე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები