წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ნ-სა და ჰ.შ-ს კუთვნილი ავტომობილის და ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული 2 ცალი ოქროს საათი (საერთო წონა 242,81გრ.) აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 23,000 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები