კახეთის გზატკეცილზე ლურჯი “MAN”-ის ავტობუსი ჯიპს შეეჯახა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ლურჯი “MAN”-ის ავტობუსი ჯიპს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავის ტრავმით დაშავებული პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.