შს სამინისტრო: სოფელ სადახლოში მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს

შს სამინისტრომ სოფელ სადახლოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ერთმანეთს მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ალი მამედოვისა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვისმონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ცნობისათვის, მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად, დაკრძალვაზე დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს ალი მამედოვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. პარტიის ცნობით, ის საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები