საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით – 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები