თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.თ-ს კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად, 16 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. ​ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,757 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,757 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები