პარლამენტთან ბეჟან გუნავა დააკავეს
პარლამენტთან, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობენ, ბეჟან გუნავა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნავას დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის.
პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ბანერების განთავსებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. პარტიის წევრებმა ბანერების განთავსება მეორედაც სცადეს, რასაც პარტიის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა საიმინსტროში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, 166-რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და 173- პოლიციის დაუმორჩილებლობა.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან სიტუაცია განმუხტულია.