ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მამაკაცი გადახტა
თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მამაკაცი გადახტა. წინასწარი ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა დროულად შეძლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ამოყვანა წყლიდან რამდენიმე წუთში მოხერხდა. ადგილზე სამართალდამცავები ამ წუთებშიც მუშაობენ.