სასამართლომ თაღლითობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გიორგი ბ.-ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა სექტემბერის თვეში, სხვადასხვა პირებისაგან დანაშაულებრივი განზრახვით, ერთი დღით იქირავა ავტომობილები და ერთ შემთხვევაში ავტომობილი და მასში ჩამონტაჟებული ბუნებრივი აირის ავზის მოწყობილობა გაასხვისა, ხოლო მეორე შემთხვევაში ავტომობილის საბურავები გაყიდა და თავად სატრანსპორტო საშუალება გასხვისების მიზნით ქ. გორში საამქროში გადამალა.
ბრალდებული ასევე გეგმავდა მესამე მანქანის რეალიზაციასაც, თანხის ოდენობა კი უკვე შეთანხმებული ჰქონდა პოტენციურ შემძენთან. სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის სამი დამოუკიდებელი ეპიზოდის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 07 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები