მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა საღამომდე გადაიდო. შესაბამის პოსტს სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
სასამართლო სხდომა ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკაში გაიმართება. 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები