საგამოძიებო სამსახურის უფროსი Gem fest-ის საქმეზე: თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ

თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ GEM fest-ის საქმეზე განაცხადა.
”თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ, ჯერჯერობით ვიძიებთ”, -თუმცა, რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით. გამყრელიძის თქმით, საქმეზე 100-მდე პირია გამოკითხული.
”საქმეზე გამოკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვები, ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესები, სულ, ალბათ, 100-მდე პირი. გამოკითხვები კვლავ გრძელდება. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა და ამ ყველაფერს გამოძიება და დრო სჭირდება. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა, ანუ, რა თანხები შემოვიდა და რა გაიცა. გამოსაკითხი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონტრაქტორები, რომლებმაც ჩამოიტანეს აპარატურა, დაამონტაჟეს და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის გამოძიება”, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები