გიორგი ონიანი გაათავისუფლეს

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „კვირას“ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება.
„იყო საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე, გიორგი ონიანი ამ დროისთვის თავისუფალია, სასამართლო სხდომები გაგრძელდება და დანარჩენს მოგვიანებით შევიტყობთ“, – აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი რუსთავში, აგვისტოს დასაწყისში დააკავეს.
გიორგი ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს.
„სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ სასამართლომდე! ყველა ფაქტი იმას მეტყველებს, რომ შეგნებულად არ შეატყობინეს“, – წერდა ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები