საბაჟო პუნქტში „სარფი“2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ”კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ – 2,61 გრამი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები