თბილისში მკვლელობა მოხდა – დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა

შსს-სთბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი – თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები