გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მდინარის შესაძლო დაბინძურების ფაქტს სწავლობს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მდინარის შესაძლო დაბინძურების ფაქტს სწავლობს, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც მოქალაქე ქალაქ თბილისში, წინუბნის დასახლებაში, მდინარის დაბინძურების შესახებ აცხადებდა, მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლისა და ბიომრავალფეროვნების სამსახურების ინსპექტორების ადგილზე მისვლის შემდგომ დაფიქსირდა, რომ მდინარე ლოჭინში ჩაედინება ქალაქ თბილისის ნაგავსაყრელიდან გამოსული დაბინძურებული წყალი. მდინარის ნაპირზე გამორიყული იყო ასევე მცირე ოდენობით მკვდარი თევზი. ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევისთვის, აიღეს წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება ასევე დახოცილ თევზსაც. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მდინარის დაბინძურების ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარდება, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მოიცავს საჯარიმო სანქციასა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები