გურჯაანის რაიონში ავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა

 

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან აავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ერთი – ერთი მათგანი 15 წლის მოზარდია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები