ვაკეში, ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება
„პიქსელის“ შენობასთან ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „კვირას“ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ განუცხადეს.
ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც. თბილისში, ვაკეში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობაში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.