ვაკეში ქმარმა ცოლი დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა

თბილისში, ვაკეში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობაში მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადამ ორივე დაჭრილი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები