საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 – 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი და პოლონელი ხალხის შაერთო ღირებულებები: თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფო.
,,ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცსის მნიშვნელობის შესახებ და განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები