ხონის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. მერსედესის მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო, სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.
ადგილზე გამოცხადნენ შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები