ჯარჯი წიკლაური ე.წ. ცინიდის საქმეზე: რასაც ვამტკიცებდით, რომ დეკანოზი მამალაძე თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა, ეს დადასტურდა

მამალაძეს ადვოკატები მსხვერპლად წარმოაჩენდნენ, რეალურად გიორგი მამალაძე არის ადამიანი, რომელმაც კარიერული წინსვლისთვის შურისძიების მოტივით დაგეგმა ადამიანის მკვლელობა, – ამის შესახებ ე.ც. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, დადასტურდა,რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.
პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლომ გიორგი მამალაძე ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო, როგორც განზრახ მკვლელობის მომზადების საკითხში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის საკითხი.
“როდესაც ჩაგვბარდება სამოტივაციო ნაწილი, გავეცნობით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე“, -აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები