შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 425 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,9184 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

https://www.youtube.com/watch?v=1U4G98jDjgc&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები