როგორ მივხვდეთ, რომ უკვე მშობიარობის დროა

ორსულმა ქალმა იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს სამშობიარო დაწესებულებას, როდესაც რეგულარული სამშობიარო ტკივილები აქვს. ეს ერთ-ერთი მთავარი რამაა, რითაც ხვდებით, რომ უკვე მშობიარობის დროა.
ჩაჩავასკლინიკაგირჩევთ 

 ქალმა სამშობიარო დაწესებულებას უნდა მიმართოს თუ:
აქვს რეგულარული სამშობიარო ტკივილები (10 წუთში აქვს 1 და მეტი შეტევა, რომელიც 20 წამის განმავლობაში გრძელდება)
როდესაც ქალს აღენიშნება სისხლდენა.

 წყლების დაღვრის შემთხვევაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სანაყოფე წყლები იღვრება ნაადრევად. ნორმალურ პირობებში ის ყელის სრული გახსნის დროს უნდა დაიღვაროს.

 მშობიარობის ოპტიმალურ ვადას გადააცილეთ და ხართ 41 ან 42 კვირის, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამშობიარო სახლში ვიზიტი, რათა შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს სამშობიარო მოქმედებების აღძვრა.

მაღალი ტემპერატურა გაქვთ ან წნევა 140/90-ზეა. ზოგადად, ორსულმა ქალმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მინიმუმ 2-ჯერ, დილას და საღამოს, უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.

 ნახავთ, რომ შეგიშუპდათ სახე, კიდურები – ნურაფერს დაელოდებით მიმართეთ ექიმს!

 თქვენი ექიმი მუდმივად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი თვითნებურად.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაქვთ,  სწრაფად, ჩაჩავაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები