ჯანდაცვის სამინისტრო: ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში მომხდარ ინციდენტს შრომის ინსპექცია შეისწავლის

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მათივე ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ დაშავებულებიდან ერთ-ერთი, 55 წლის მამაკაცი ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა. პაციენტს თავის არეში და სხეულის ზედაპირზე ღია ჭრილობა აღენიშნებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სარკინიგზო გვირაბთან მომხდარ ინციდენტს სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლები შეისწავლიან.
მოგვიანებით გავრცელებული, ხარაგაულის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, დაშავებული პირი თბილისში კლინიკა „ლანცეტში“ გადმოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები